ახალი ამბები

იფიქრეთ იმ ქულებზეც, რასაც სააკაშვილის პატიმრობა გაკარგვინებთ — გრეგოროვა

2 თებერვალი, 2023 • 908
იფიქრეთ იმ ქულებზეც, რასაც სააკაშვილის პატიმრობა გაკარგვინებთ — გრეგოროვა

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრ მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე წარმოაჩენს ყველა იმ პრობლემას — უნდობლობას სასამართლოსადმი, პოლარიზაციას და დეზინფორმაციას — რომელიც საქართველოს აქვს.

„არ არსებობს იმაზე დიდი კონსპირაცია, თითქოს ჩვენ [ფულს] გვიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ან სააკაშვილი გვაიძულებს… ეს არის სისულელე. ჩვენ გვადარდებს [სააკაშვილის მდგომარეობა] იმიტომ, რომ უნდა გვადარდებდეს; იმიტომ, რომ ეს უკიდურესად პოლარიზებული საქმეა და ადამიანი კვდება ციხეში. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში იქონიეთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური ქულები, რომელსაც სააკაშვილის დაკავებით იღებთ, ასევე ის ქულები, რომელსაც კარგავთ“, — განაცხადა გრეგოროვამ. მან მაგალითად მოიყვანა ის გარემოება, რომ დღეს ევროპარლამენტს უწევს დებატების გამართვა პოლიტიკურ პატიმარზე, ნაცვლად კანდიდატის სტატუსისა, რომელიც საქართველოს ჯერ არ აქვს, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან.

იგი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ გადაწყვეტს პრობლემას საქართველოში, ასევე ვითარება უარესდება პოლარიზაციის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი