ახალი ამბები

პოლიტიკური ანგარიშსწორებაა თუ წარსულში დაბრუნება? — ევროპარლამენტარი სააკაშვილის მდგომარეობაზე

2 თებერვალი, 2023 • 508
პოლიტიკური ანგარიშსწორებაა თუ წარსულში დაბრუნება? — ევროპარლამენტარი სააკაშვილის მდგომარეობაზე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, Renew Europe Group-ის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ იმისათვის, რათა საქართველოს ევროპული სახე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი სიცოცხლე შეუნარჩუნდეს, საჭიროა ამ უკანასკნელის დაუყოვნებლივ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.

„საქართველოს დღევანდელი მთავრობა ამტკიცებს, რომ პროევროპულია და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი სურს. ამავდროულად, საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია და გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლები ელემენტარულ პოლიტიკური კულტურის მიღმაა. მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცოცხლა საქართველო და შეცვალა ქვეყანა ისე, რომ ვერ იცნობდით, 16 თვეა, ციხეში იტანჯება. არის ეს პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება?“, — იკითხა აუსტრევიჩიუსმა.

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით  დღეს, 2 თებერვალს, ევროპარლამენტში გადაუდებელი დებატები გაიმართა. დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.