ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლების საქციელი სამარცხვინოა — ლექსმანი

2 თებერვალი, 2023 • 794
საქართველოს ხელისუფლების საქციელი სამარცხვინოა — ლექსმანი

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრს,ი მირიამ ლექსმანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო საქციელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ეწინააღმდეგება.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია. თამაში, ტრიუკები და გადავადება უნდა შეწყდეს. ეს სამარცხვინო საქციელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულ წინააღმდეგობაშია ევროპასთან დაახლოების გაცხადებულ მიზანთან და [ევროკავშირის] პრინციპებთან და ფასეულობებთან“, — განაცხადა ლექსმანმა ევროპარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატებისას.

მან კიდევ ერთხელ სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს მისცენ საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის მიღების საშუალება.

„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში. საქართველოს ხელისუფლებას აკისრია სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე და იქნება პასუხისმგებელი, თუ მას რამე დაემართება“, — განაცხადა ლექსმანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი