ახალი ამბები

თბილისში ყოველი მე-2 ქალი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს – NDI

2 თებერვალი, 2023 • 513
თბილისში ყოველი მე-2 ქალი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის თანახმად, თბილისში ყოველი მე-2 ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.

ამავე კვლევით, ზოგადად, თბილისის მცხოვრებელთა თითქმის 40% ამბობს, რომ  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს. თუმცა, გენდერული ნიშნით ჩაშლილად ეს მონაცემი ასე გამოიყურება:

სქრინშოტი: NDI

გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხებზე დაყრდნობით მკვლეარები ამბობენ, რომ თბილისში ყოველი მეორე ადამიანი ქუჩაში გაქურდვისა და პერსონალური/ ფინანსური ინფორმაციის მოპარვის საფრთხეებზე ღელავს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტორებს: 45% ღელავს, რომ ქუჩაში გაქურდავენ; 43% ღელავს, რომ პირად, საკრედიტო ბარათის ან ფინანსურ ინფორმაციას მოპარავენ; 40% ღელავს, რომ ფიზიკურ ზიანს მიაყენებენ, ხოლო 22% ღელავს, რომ სექსუალურად შეავიწროვებენ/იძალადებენ.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.