ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსებისთვის აფხაზეთში ტურებზე მოთხოვნა 3-ჯერ გაიზარდა | რუსი ტუროპერატორები

2 თებერვალი, 2023 • 1213
რუსებისთვის აფხაზეთში ტურებზე მოთხოვნა 3-ჯერ გაიზარდა | რუსი ტუროპერატორები

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის 2023 წელს საზაფხულო ტურებს შორის აფხაზეთი ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რომელზე მოთხოვნაც შარშანდელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა.

ამასთან, როგორც ტურ-ასოციაციაში ამბობენ, აფხაზეთში მოგზაურობის გაზრდილმა მოთხოვნამ აფხაზეთის სასტუმროებსა და პანსიონატებში ადგილების დეფიციტის ზრდა გამოიწვია – სეზონზე აფხაზეთს მხოლოდ 1.5- 2 მილიონი ტურისტის მიღება შეუძლია.

“აფხაზეთის მაღალი პოპულარობა აიხსნება  კომფორტული ადგილმდებარეობით, გეოპოლიტიკური სტაბილურობით, ხანგძლივი საზღვაო სეზონით და ტურების ფასებით”, – აცხადებენ რუსეთის ტურისტულ კომპანიაში.

აფხაზეთში რუსებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებად კი გაგრა და ბიჭვინთა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.