ახალი ამბები

1 აპრილიდან A კატეგორიის ტაქსებს “ბასლეინებზე” გადასვლა-გაჩერების უფლება ექნებათ

2 თებერვალი, 2023 • 536
1 აპრილიდან A კატეგორიის ტაქსებს “ბასლეინებზე” გადასვლა-გაჩერების უფლება ექნებათ

თბილისში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მგზავრის აყვანისა და ჩასმის მიზნით ავტობუსის ზოლში [ბასლეინი] გადასვლისა და გაჩერების უფლება ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2 თებერვალს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

“პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საავტობუსე ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს ან ჩამოსვას. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს”, – თქვა კალაძემ.

ამასთან, რეფორმის თანახმად, პირველი აპრილიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსებზე მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.