ახალი ამბები

„ცალკეული შემთხვევა არ განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

1 თებერვალი, 2023 • 858
„ცალკეული შემთხვევა არ განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის დამოკიდებული მის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე.

„ბლუმბერგთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ექსპრეზიდენტის შეწყალებას, თუმცა თქვა, რომ არ ფიქრობს, „რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“.


მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, მისი მხარდაჭერები ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

2021 წლის ნოემბერში ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „არასდროს“ შეიწყალებს სააკაშვილს.

2022 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რას მის რეზიდენციასთან სააკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა, ზურაბიშვილმა კითხვას სააკაშვილის შეწყალებაზე ასე უპასუხა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც გაეცემა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი