ახალი ამბები

ჩხაიძე: სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს

31 იანვარი, 2023 • 1032
ჩხაიძე: სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება და არც მისი მასის ინდექსი შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის თქმით, პარენტერალურ კვებაზე თანხმობას იმ შემთხვევაში განაცხადებს, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში იქნება გადაყვანილი და ამბობს, რომ კლინიკას არც ამაზე აქვს პრობლემა:

„პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს. ეს არის მინიმალური რაოდენობა იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ხილული არ არის.

შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა. პაციენტის პარამეტრები ფიზიოლოგიური რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს“, – ამბობს ივანე ჩხაიძე ტელეკომპანია „იმედთან“.

გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ, თუმცა კლინიკა “ვივამედში”, სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მკურნალობს, ცნობას არ ადასტურებენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებენ, ჩალაძემ მედიას 31 იანვარს მიაწოდა.

“ვივამედში” არ ადასტურებენ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას

მასალების გადაბეჭდვის წესი