ახალი ამბები

ირანში იარაღის ქარხანა დრონებით დაბომბეს

29 იანვარი, 2023 • 1938
ირანში იარაღის ქარხანა დრონებით დაბომბეს

ირანში იარაღის ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. როიტერისა და გარდიანის მიხედვით ქარხანა, რომელშიც აფეთქებები მოხდა ისპაანის პროვინციაში მდებარეობს.

ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმადაც აფეთქებები განხორციელდა ირანის სამხედრო ინდუსტრიის სხვა ქარხნებშიც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მიხედვით, ისპაანის გარდა ხანძარი გაჩნდა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც ქალაქ ტაბრიზში მდებარეობს.

ირანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დრონების თავდასხმა “წარუმატებელი” იყო და მხოლოდ მცირედი ზიანი მიაყენეს ქარხნის სახურავს. ირანი აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს.

შეტევას წინ უძღოდა ირანის გადაწყვეტილება და მოქმედებები ე.წ. კამიკაძე დრონები გადაეცა რუსეთისთვის, რასაც კრემლი უკრაინაში იყენებს, მათ შორის სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად. ირანს არ დაუკონკრეტებია რას აწარმოებენ თეირანში მდებარე ქარხანაში. გარდიანის ცნობით, ამ რეგიონში ბირთვული კვლევის არაერთი დაწესებულება მდებარეობს.

ფოტო © AP

მასალების გადაბეჭდვის წესი