ახალი ამბები

პოლონეთი უკრაინას დამატებით 60 ტანკს გადასცემს

27 იანვარი, 2023 • 746
პოლონეთი უკრაინას დამატებით 60 ტანკს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას დამატებით 60 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს ტელეგრამზე.

საუბარია PT-91 Twardy ტანკებზე, რომელიც საბჭოთა T-72M-ის მოდიფიცირებული ვარიანტია.

ერმაკმა პარტნიორებს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გამო.

Twardy ტანკების გარდა, პოლონეთი უკრაინას გადასცემს გერმანული წარმოების ლეოპარდ 2-ის 14 ტანკსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.