ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმისას თანამშრომელი დაიღუპა

27 იანვარი, 2023 •
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმისას თანამშრომელი დაიღუპა

დღეს, 27 იანვარს, დილის 8:30 საათზე, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაჭრილია დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი.

ირანულ მედიის ცნობით, ცეცხლი საელჩოს მიმართულებით კალაშნიკოვის ავტომატიდან 50 წლის  კაცმა გახსნა, რომელიც საელჩოს ადმინისტრაციულ შენობას ავტომობილით მიუახლოვდა.

ოფიციალური ცნობითვე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი