ახალი ამბები

აშშ მწვანე შუქს უნთებს ამერიკული იარაღით ყირიმზე თავდასხმას — რუსეთის ელჩი

25 იანვარი, 2023 • 1141
აშშ მწვანე შუქს უნთებს ამერიკული იარაღით ყირიმზე თავდასხმას — რუსეთის ელჩი

აშშ-ში რუსეთის ელჩ ანატოლი ანტონოვის განცხადებით, „შეერთებული შტატები შეგნებულად ცდილობს, რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს“.

ასე გამოეხმაურა ანტონოვი ამერიკული ტანკების, Abrams-ების უკრაინისთვის გადაცემის განზრახვას. მისი თქმით, აშშ ვერ შეძლებს, მსგავს ნაბიჯი გაამართლოს „თავდაცვითი იარაღის“ არგუმენტებით.

„(ვაშინგტონი) მწვანე შუქს უნთებს ამერიკული დახმარების გამოყენებას ყირიმზე თავდასხმისთვის. ფარავს დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების მოსახლეობის წინააღმდეგ რადიკალების დანაშაულებს“, — განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ ამერიკელები მუდმივად ამაღლებენ უკრაინის სამხედრო დახმარების თამასას იმ პერიოდებში, როდესაც რუსული ჯარები იმარჯვებენ“.

ამერიკული მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინაში ამერიკული წარმოების Abrams-ები გაგზავნოს.

აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს გადასცემს — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი