ახალი ამბები

„მარში დიქტატურის წინააღმდეგ“ – თბილისში ირანელი და რუსი აქტივისტების აქცია გაიმართა

24 იანვარი, 2023 • 2564
„მარში დიქტატურის წინააღმდეგ“ – თბილისში ირანელი და რუსი აქტივისტების აქცია გაიმართა

დღეს, 24 იანვარს, თბილისში გაიმართა აქცია სახელწოდებით „მარში დიქტატურის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველოში მყოფი ირანელი და რუსი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობისთან დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ირანისა და რუსეთის მმართველი რეჟიმების პოლიტიკა გააპროტესტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.

მასალების გადაბეჭდვის წესი