ახალი ამბები

8 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდება – თელასი

24 იანვარი, 2023 • 895
8 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდება – თელასი

„თელასის“ ინფორმაციით, დღეს, 24 იანვარს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება კრწანისის რაიონის 8 ათასამდე მომხმარებელს.

შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალას, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, მარნეულის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასლის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

„თელასის“ თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებლებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი