თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფონდი „ქართუ“ ლაგუნა ვერეს აუზის სივრცეს მუნიციპალიტეტს გადასცემს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლაგუნა ვერეს მომიჯნავედ „ქართუ“ გეგმავს 65-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას. ამ დრომდე მისსავე საკუთრებაში იყო თავად ლაგუნა ვერეც.
„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
კალაძე დასძენს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით მერია „თანმიმდევრულად მიჰყვება ყველაფერს“.
თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.
დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია”, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.
ვრცლად:
ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს