ახალი ამბები

რუსეთი აქებს ავტოკრატიებს სირიაში, ბელარუსში და ახლა საქართველოში — ჯაფარიძე

18 იანვარი, 2023 • 982
რუსეთი აქებს ავტოკრატიებს სირიაში, ბელარუსში და ახლა საქართველოში — ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

ჯაფარიძის აზრით, სერგეი ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედებები აცდენილია მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკას და რუსეთის მხრიდან შექებას ემსახურება.

„ის მოხდა, რასაც ველოდით — ამჯერად უკვე პირდაპირ რუსეთის ხელისუფალმა შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მათი განცხადებები. სამწუხარო რეალობაა, როდესაც რუსეთის ფედერაცია, რომელიც აქებს ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში, ბელარუსში, ახლა აქებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის შეფასება საქართველოს ხელისუფლების მოქმედების, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთის პოლიტიკასთან რუსეთის მიმართ“, — აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებთან, უკრაინასთან და სანქციებთან დაკავშირებით არის ანტიევროპული, ანტიეროვნული და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი.

„ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა“, — დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მიესალმება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი