ახალი ამბები

ბოკერია: ლავროვს ახარებს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია

18 იანვარი, 2023 • 609
ბოკერია: ლავროვს ახარებს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება „არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან“.

„ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო. პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებთ, როდესაც საქართველო იზოლირებულია დასავლეთისგან და დაუცველია რუსეთის აგრესიისგან. ეგ იწვევს სწორედ სიხარულს. ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს. გაიხსენონ, რა მოუვიდა ჩვენს მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, როცა დაუთმო, რა მოუვიდა იანუკოვიჩს“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მიესალმება”.

ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

“საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები”

მასალების გადაბეჭდვის წესი