ახალი ამბები

ამათი შემხედვარე მინიმუმ 2030-მდე ხელისუფლებაში ვართ – ზარქუა ენმ-ზე

18 იანვარი, 2023 • 1220
ამათი შემხედვარე მინიმუმ 2030-მდე ხელისუფლებაში ვართ – ზარქუა ენმ-ზე

„ამათი შემხედვარე, მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს.

ზარქუას თქმით, ენმ-ის შიდა არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, რადგან „ამ სექტის ლუსტრაცია ხდება“.

„მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ეს ადამიანი. რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“[…] იგივე ხელწერა აქვთ: დასმენა, მოსმენა, ერთმანეთის შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება… მე ერთი ვიცი, ამ პროცესის შედეგად ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს[…] ის ახალი თაობა, მე ხაბეს ვეძახი, თურმე მერაბიშვილს ეყრდნობა და ამით ამაყობს.

ბიჭო, საზოგადოებას მერაბიშვილი რომ არ უნდოდა, ამიტომ გააგდო პანჩურით 2012 წელს. როცა ახალი თაობა ხარ, ხაბეს ვგულისხმობ და ამ დროს ამას ეყრდნობი, მერე გინდათ, რომ სერიოზულად მიგიღოთ?! გეუბნებით, ამათი შემხედვარე, მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ, რას ამბობთ, მინიმუმ ვართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


გუშინ, 17 იანვარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე. მელია აცხადებს, რომ პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან, რომლებსაც ენმ-ში არაფორმალური გავლენების მოპოვება სურთ.

„მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა, ბლა- ბლა- ბლა და ბოლოს “სისხლიანი 9 წელიო“, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერვიუ, რომელიც მან „ტვ პირველს“ მისცა.

ხაბეიშვილი, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ ნიკა მელია პასუხისმგებლობისგან დაცლილია და არანაირი გეგმა არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი