ახალი ამბები

„მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა“ – ხაბეიშვილი მელიაზე

18 იანვარი, 2023 • 1050
„მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა“ – ხაბეიშვილი მელიაზე

„მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა, ბლა- ბლა- ბლა და ბოლოს “სისხლიანი 9 წელიო“, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერვიუ, რომელიც მან „ტვ პირველს“ მისცა.

ხაბეიშვილი, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ ნიკა მელია პასუხისმგებლობისგან დაცლილია და არანაირი გეგმა არ აქვს.

„აბსოლუტურად დაცლილი პასუხისმგებლობისგან – არანირი გეგმა, არანაირი საქმე … არანაირი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, არანაირი მისი გადაყვანის გზები, არანაირი მოქმედება, არანაირი მოძრაობა … არანაირი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, არანაირი შეხვედრები, არანაირი საქმიანი განხილვა, არანაირი არაფერი …. მარტო ბოღმა, ტალახი, ჭორაობა, ბლა- ბლა- ბლა და ბოლოს “სისხლიანი 9 წელიო” …

ჩვენ საქმეს მივხედოთ და მოვემზადოთ მოძრაობისთვის, მოქმედებისთვის პრეზიდენტის და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის“, – დაწერა ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში.


გუშინ, 17 იანვარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე. მელია აცხადებს, რომ პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან, რომლებსაც ენმ-ში არაფორმალური გავლენების მოპოვება სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი