ახალი ამბები

წულუკიანი უსაფუძვლოს უწოდებს EU-ს ელჩის მოწოდებებს სააკაშვილთან დაკავშირებით

17 იანვარი, 2023 • 1274
წულუკიანი უსაფუძვლოს უწოდებს EU-ს ელჩის მოწოდებებს სააკაშვილთან დაკავშირებით

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უსაფუძვლოს უწოდებს ევროკავშირის ელჩის მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

გუშინ, 16 იანვარს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მთავრობას მოუწოდა, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისას.

წულუკიანის თქმით, კარგი იქნება, თუ ელჩი სააკაშვილს მოუწოდებს, რომ პენიტენციურ სამსახურთან და მკურნალ ექიმებთან ითანამშრომლოს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ იმ მოწოდებებს, რასაც ბატონი ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლოდ აკეთებს, მიმართავდა სააკაშვილსკენ და მოუწოდებდა,  რომ შეწყვიტოს ის მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე და  საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში”, – განაცხადა წულუკიანმა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს – ჰერჩინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი