ახალი ამბები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს – ჰერჩინსკი

16 იანვარი, 2023 • 904
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისას.

ამის შესახებ მან დღეს, 16 იანვარს, მედიასთან განაცხადა.

„ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი დასრულდება მალე.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ყველა პატიმრის უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში და როგორც პატიმრის უფლებებს. კიდევ ერთხელ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოში, მისი, როგორც ბრალდებულის და პატიმრის, ყველა უფლება სრულად დაცული იყოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი