ახალი ამბები

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-მა 55.6 მილიონ ევრო გამოყო

17 იანვარი, 2023 • 893
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-მა 55.6 მილიონ ევრო გამოყო

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] საქართველოს 55.6 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრომ დღეს, 17 იანვარს გაავრცელა.

სამინისტროს თანახმად, ამის თაობაზე სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა.

აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას. პროექტს თბილისის მერია სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით განახორციელებს.

EBRD-ის თანახმად, 50.6 მილიონი ევრო სესხია, რომელიც ორ ტრანშად გაიცემა: პირველი – 30.305 მილიონი მეტროსადგურების პირველი პარტიის რეაბილიტაციისთვის, მეორე – მეტროსადგურების მეორე პარტიის რეაბილიტაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი