ახალი ამბები

USA2GEORGIA-ს დროებითი აკრძალვა დაუწესდა

17 იანვარი, 2023 • 951
USA2GEORGIA-ს დროებითი აკრძალვა დაუწესდა

ამანათების გადამზიდ კომპანია USA2GEORGIA-ს დროებით აეკრძალა იმ გზავნილების გაყიდვა ან საკუთრებაში დატოვება, რომლებიც მომხმარებლებმა 30 დღის განმავლობაში ფილიალიდან არ გაიტანეს.

აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა კონკურენციის სააგენტომ. შესაბამისად, სანამ კონკურენციის სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს – „მომხმარებლის ამანათზე საკუთრების უფლება დაცული იქნება“.

„კერძოდ, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

უწყება ასევე წერს, რომ 16 იანვრის მდგომარეობით, ამ საკითხზე სააგენტოში შემოსულია 107 განაცხადი, შესწავლა მიმდინარეობს 58 საქმეზე.

„პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი