ახალი ამბები

კატეგორიულად ვგმობ დნიპროზე თავდასხმას – ზურაბიშვილი

15 იანვარი, 2023 • 722
კატეგორიულად ვგმობ დნიპროზე თავდასხმას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას გამოეხმაურა.

„დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე ამ სასტიკ თავდასხმას კატეგორიულად ვგმობ. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ეს გამოვლინება არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვინც დნიპროსა და მთელს უკრაინაში საყვარელი ადამიანები დაკარგა,“ – წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

14 იანვარს ქალაქ დნიპროში რუსეთმა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბა. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების დახსნას ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი