დნიპროში, რუსეთის მიერ 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 73 ადამიანი.
გუშინ 14 იანვარს, რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. დაიბომბა კიევის, ლვოვი, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები.
ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ დნიპროს მიადგა, სადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიბომბა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებიდან მოქალაქეების დახსნას.