ახალი ამბები

კანდელაკის თქმით, რუსთაველზე რუსული მუსიკის გათიშვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

14 იანვარი, 2023 • 1066
კანდელაკის თქმით, რუსთაველზე  რუსული მუსიკის გათიშვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ თბილისში „თავისუფლების მეტროსთან“ ჩართული რუსული მუსიკის გათიშვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, შემთხვევა 13 იანვარს მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე მიდიოდა.

„რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მეტროს მიმდებარე მოვდიოდი და ჩართული იყო რუსული „თრეში“, რომელიც ჩემი აზრით, სრულიად მიუღებელი და შეუფერებელია, ჩაიკოვსკი და რახმანინოვი ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, ვერ მოვითმინე, ვუთხარი ამ ადამიანებს, რომ ეს სირცხვილია და მათ მიპასუხეს აგრესიულად და უბრალოდ, ავდექი, ის კაბელი გამოვაერთე და გავაგრძელე გზა. შემდეგ დამეწია ადამიანი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. შემდეგ გამოვერიდე და გადავწყვიტე, რომ პოლიციაში შევსულიყავი“, – განაცხადა „ფორმულასთან“ კანდელაკმა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი