მარნეულის 22–ე საარჩევნო ოლქში კომისიის თავმჯდომარე ხანალიევი დაპატიმრებით და ფიზიკური ზეწოლით ემუქრებოდა “ალიანსი საქართველოსთვის” კომისიის წევრ გასანოვ შახინს – აცხადებს ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი, ოლქში მათ მიერ გაგზავნილ დამკვირვებელზე დაყრდნობით.

გასანოვ შახინი ითხოვდა საარჩევნო პროცედურების კანონის შესაბამისად ჩატარებას და ხელს უშლიდა კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ხანალიევს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განეხორციელებინა – ამბობს ალექსანდრა კალატოზიშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *