ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა ID ბარათებით მიმოსვლაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს

12 იანვარი, 2023 • 1821
ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა ID ბარათებით მიმოსვლაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 12 იანვარს, ერევანში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

სომხეთის საზღვარს საქართველოს მოქალაქეები ID დოკუმენტით გადაკვეთენ

საქართველოსა მთავრობის წევრები ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებიან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ცნობით, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი