ახალი ამბები

სააკაშვილთან დაკავშირებით ხაჭაპურიძე უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა

12 იანვარი, 2023 • 1122
სააკაშვილთან დაკავშირებით ხაჭაპურიძე უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა

დღეს, 12 იანვარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრეი კასიანოვს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ხაჭაპურიძემ განაცხადა, უკრიანის საელჩოში დაინტერესდნენ, რომელ სახელმწიფოებს შეიძლება გაუწიოს ანგარიში საქართველოს ხელისუფლებამ, რათა სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ხაჭაპურიძის თქმით, ასეთ ქვეყნების შორის დაასახელა საფრანგეთი, აშშ, გერმანია, ინგლისი და თურქეთი. მისი თქმით, ამ ქვეყნებს შორის არ დაუსახელებია პოლონეთი, რომლის წარმომადგენლებიც სააკაშვილის მიღებისთვის მზაობას გამოთქვამენ.

ხაჭაპურიძის თქმით, უკრაინის საელჩოში თქვეს, რომ სააკაშვილი მათი ქვეყნის მოქალაქეა და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური გზებითა და კანონის ფარგლებში, რათა საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

„ისინი დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი მე, რომელი სახელმწიფოები იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებსაც ანგარიშს გაუწევს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩაერიონ ამ სახელმწიფოების ლიდერები და მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. გარდა ამისა, დაინტერესდნენ, სალომე ზურაბიშვილს აქვს თუ არა შეწყალების უფლება. ავუხსენი, რომ აქვს შეწყალების უფლება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი