ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტი: 2022 წელს 822,486 მგზავრს მოვემსახურეთ

12 იანვარი, 2023 • 900
ქუთაისის აეროპორტი: 2022 წელს 822,486 მგზავრს მოვემსახურეთ

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ინფორმაციით, 2022 წელს 822,486 მგზავრსა და 3,220 რეისს მოემსახურა.

აეროპორტის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 94 %-ით აღდგა, ხოლო რეისების რაოდენობა- 112 %-ით. (2019 წელი 873,907 მგზავრი, 2,886 რეისი).

ფოტო: ქუთაისის აეროპორტი

რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებლებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,008 მგზავრმა ისარგებლა, რაც 3 %-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი).

„2022 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 6 %-ით გაიზარდა და 306 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის დეკემბერი – 289 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქი პოზნანი 2009 წლიდან ქუთაისთან
დამეგობრებული ქალაქია და ქუთაისი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად პოზნანში იმართება“, – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი