ახალი ამბები

ერთი საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა

30 მაისი, 2010 • • 1159
ერთი საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ერთი საარჩევნო უბანი დაიხურა. ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის დახურვის მიზეზი ხმის მიცემის პროცესის დასრულებაა.

ორგანიზაციის წარმომადგებლის, ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მას ორგანიზაციას დამკვირვებელმა მიაწოდა. 

საარჩევნო უბანი სოფელ იხტილში, რომელიც დილის 8 საათზე გაიხსნა, დილის 11 საათის მონაცემებით, დახურულია.

“მრავალეროვანი არჩევნები” საქართველოში ორ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონს აკვირდება – სამცხე–ჯავახეთს და ქვემო ქართლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი