დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა პარიზის რკინიგზის სადგურ Gare du Nord-ში რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
პოლიციამ თავმდასხმელს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც CNN იტყობინება, ინციდენტის გამო მატარებლების გადაადგილება შეჩერდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა თავმდამსხმელი ტერიტორიიდან გაიყვანეს, სადგურის მუშაობა განახლდა.
ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის მოტივი, ან დაშავებულთა რაოდენობა და სიმძიმე.