ახალი ამბები

რაჭაში ძლიერ თოვს — ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

6 იანვარი, 2023 • 1281
რაჭაში ძლიერ თოვს — ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

რაჭაში ძლიერ თოვს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტმაენტი ავრცელებს.

სტიქიის გამო შეზღუდულია მოძრაობა რაჭის მიმართულებით. კერძოდ:

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი