5 იანვარს იაპონიაში აუქციონი გაიმართა, რომელზეც 212-კილოგრამიანი თინუსი სარესტორნო ქსელმა 257 ათასი ევროდ შეიძინა (36.04 მილიონი იაპონური იენი).
ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ცნობით, გიგანტური თინუსი სარესტორნო ქსელმა Sushi Ginza Onodera-მ შეიძინა. აუქციონი ტოკიოში გაიმართა.
გთავაზობთ EPA-ს ფოტოგრაფის, ფრენკ რობიშონის ფოტორეპორტაჟს, რომელზეც აუქციონის გამარჯვებული რესტორნის თანამშრომლები ძვირადღირებულ მონაპოვართან ერთად არიან აღბეჭდილი.
1. 
2. 
3. 
4. 
5. 
6. 
7. 




