ფეხბურთის მეფე პელე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შედეგად 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბრაზილიის ქალაქ სანტოსში დაკრძალეს.
მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე გაიმართა. 24 საათის განმავლობაში პელეს პატივი 230 ათასზე მეტმა ადამიანმა მიაგო, რომლებიც ბრაზილიისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქალაქ სანტოსში ჩავიდნენ.
ცერემონიი დასრულების შემდეგ პელეს კუბო მისი სახლისკენ გადაასვენეს, სადაც პელეს 100 წლის დედა სელესტე არანტესი ცხოვრობს. ამის შემდეგ ის პრივატულ გარემოში, ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ნეტგაზეთი გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) რეპორტაჟს პელესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიიდან.
ავტორი: EPA-EFE/ANTONIO LACERDA
ავტორი: EPA-EFE/GUILHERME DIONIZIO
ავტორი: EPA-EFE/Isaac Fontana
ავტორი: EPA-EFE/ANTONIO LACERDA