ახალი ამბები

სუს-ის შენობასთან სალონი გაქურდეს

30 დეკემბერი, 2022 • 1312
სუს-ის შენობასთან სალონი გაქურდეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამრზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მახლობლად სილამაზის სალონი გაქურდეს.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომელიც ტელეკომპანია „მთავრმა“ გაავრცელა, ჩანს, რომ სალონში გამთენიისას ორი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

როგორც ტელეკომპანიასთან სალონში დასაქმებულები აცხადებენ, შენობაში ხელფასების სახით გასაცემი 8 000 ლარამდე თანხა იყო დატოვებული.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულები უკვე იდენტიფიცირებულნი არიან. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი