ახალი ამბებირეკლამა

ბიზნესის ქონებისა და მარაგების დაზღვევა ალდაგში ფიქსირებულ ფასად 

13 დეკემბერი, 2022 • 546
ბიზნესის ქონებისა და მარაგების დაზღვევა ალდაგში ფიქსირებულ ფასად 

სადაზღვევო კომპანია ალდაგში მიკრობიზნესისთვის ახალი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც ბიზნესის კუთვნილი ქონებისა და მარაგების დაზღვევას ფიქსირებულ ფასად გულისხმობს.

ქონებისა და მარაგების დაზღვევა მიკრო ბიზნესკომპანიებს წლიურად 150 ლარიდან შეუძლიათ. ალდაგის ახალი პროდუქტის ფარგლებში, ბიზნესის კუთვნილი ქონება და მარაგები დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან,, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, საჰაერო  ტრანსპორტის ჩამოვარდნა, ავტოტრანსპორტის შეჯახება, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და  მოულოდნელი  გამოსვლა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა.

„მოხარული ვართ, რომ უშუალოდ მიკრო ბიზნესისთვის გვაქვს მათ საჭიროებებზე მორგებული პოლისები, რომლებითაც ისინი შეძლებენ, ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ ქონება და მარაგები სხვადასხვა გავრცელებული რისკისგან და უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური მდგრადობა. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად მოქნილი პირობებით ვეთანამშრომლოთ მიკრო და მცირე ზომის კომპანიებს, რომელთა მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია,”- აცხადებენ ალდაგში.

სადაზღვეო კომპანია ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ქმნის დაზღვევის კულტურას საქართველოში და მომხმარებლებს კორპორატიულ და საცალო ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი