ახალი ამბები

პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილთან არ შეგვიშვეს – ნიჟარაძე

29 დეკემბერი, 2022 •
პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილთან არ შეგვიშვეს – ნიჟარაძე

მიხეილ სააკაშვილის შვილის დედა, მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ის და მისი შვილი  სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

სოფო ნიჟარაძე და ელის მარია სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს, 29 დეკემბერს, იყვნენ მისული.

სოფო ნიჟარაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სააკაშვილთან არ შეუშვეს.

„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა, სხვათა შორის, იმიტომ, რომ ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის“,- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი