ახალი ამბები

დარღვევები სამცხე-ჯავახეთში

30 მაისი, 2010 • 1052
დარღვევები სამცხე-ჯავახეთში

ასპინძის # 39 ოლქის #1 საარჩევნო უბანზე “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” დამკვირვებელმა სალომე ანთაძემ სამი საჩივარი უკვე დაწერა. პირველი – გადასატანი ყუთი წაიღეს საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებს გაყოლაზე უარი განუცხადეს; მეორე – ერთ-ერთ მოქალაქეს არ გაუკეთდა მარკირება; მესამე – ამომრჩველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გატარდა რეგისტრაციაში.

 ზოგადად, უბანზე გახსნის მომენტიდან დაძაბული ვითარებაა.

 დიდი ხმაური გამოიწვია სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მალხაზ ბერიძემ, რომელმაც სცადა ხმის მიცემა. მას არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება კანონის შესაბამისად, რაც “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” კომიიის წარმომადგენელმა ცხადაძე ნინომ გააპროტესტა. რომ არა მისი აქტიურობა, ბერიძე ხმას თავისუფლად მისცემდა, რადგან კომისიის სხვა წევრებსა და დამკვირვებლებს პროტესტი არ გამოუთქვამთ. საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ლია გიორგაძემ ცხადაძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

 # 38 ადიგენის ოლქის აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანში ამომრჩევლები ხმას აძლევენ საჯაროდ. ოთხმა ამომრჩველმა ბიულეტინები ჯგუფურად შემოხაზა.

 ზოგიერთი მოქალაქეების განმარტებით, კაბინაში არ არის განათება და ბნელა, ამიტომ ბიულეტინებს კაბინის გარეთ ხაზავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი