დილიდან რუსეთი უკრაინას კვლავ ბომბავს, მათ შორის, კიევის ოლქს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინას, სულ მცირე, 120 რაკეტა ესროლეს.

„120-ზე მეტი რაკეტა გვესროლა ბოროტმა რუსულმა სამყარომ, რათა მას გაენადგურებინა ინფრასტრუქტურა და მასობრივად დაეხოცა მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერს პოდოლიაკი.

რაც შეეხება დაშავებულებს, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 3 დაშავებულის შესახებ, მათ შორის, 14 წლის გოგოზე. როგორც კლიჩკო ტელეგრამზე წერს, კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 16 რაკეტა ჩამოაგდო.