ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

28 დეკემბერი, 2022 • 782
საკრებულომ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი 1.632 მილიარდი ლარი იქნება, ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად კი, ჯამში, 1.800 მილიარდ ლარს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 28 დეკემბერს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული ბიუჯეტის გამოყენება დაგეგმილია შემდეგნაირად:

  • ინფრასტრუქტურული მიმართულებით იგეგმება 515 მლნ ლარის ღონისძიებების გატარება
  • ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით – 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება
  • გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლნ ლარი
  • ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი
  • მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი
  • ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარი
  • გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი