ახალი ამბები

“მოირგეთ, რადგან დიდხანს მოგიწევთ ტარება” – ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე კალაძეს ხელბორკილები მიუტანა

28 დეკემბერი, 2022 • 640
“მოირგეთ, რადგან დიდხანს მოგიწევთ ტარება” – ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე კალაძეს ხელბორკილები მიუტანა

საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს საკრებულოში ხელბორკილები მიუტანა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. ნადირაძის თქმით, ხელბორკილები მან კალაძესთან ლევან ხაბეიშვილმა გაატანა.

“ბატონო კახი, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მან თქვენთან გამომატანა საჩუქრად ნამდვილი ხელბორკილები. ბატონო კახი, მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება”, – მიმართა ნადირაძემ კალაძეს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ მან კალაძისთვის ხელბორკილების გადაცემა სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი