ახალი ამბები

პუტინმა დსთ-ის პრეზიდენტებს 8 ბეჭედი აჩუქა, ერთი თავისთვის დაიტოვა

27 დეკემბერი, 2022 • 1525
პუტინმა დსთ-ის პრეზიდენტებს 8 ბეჭედი აჩუქა, ერთი თავისთვის დაიტოვა

პუტინმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებს 8 ოქროს ბეჭედი გადასცა, ერთი კი თავისთვის დაიტოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ The INSIDER ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბეჭდებზე საახალწლო მილოცვაა დატანილი და დსთ-ის სიმბოლიკა და წარწერა „რუსეთია“ ამოტვიფრული, რომელიც დსთ-ის წლევანდელ სამიტს მასპინძლობდა.

პირველ პირებს შორის, რომლებმაც პუტინისგან ბეჭდები მიიღეს, გამოცემის ცნობით, არიან ბელარუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინიტრი ნიკოლ ფაშინიანი.

9 ბეჭედი ჯ.რ.რ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ მთავარი არტეფაქტია. სიუჟეტის მიხედვით, 19 ბეჭდიდან 9 დაურიგდათ ადამიანთა მეფეებს, 3 ელფებმა მიიღეს, 7 კი ჯუჯებს გადასცეს, თუმცა ერთი, ძალაუფლების ბეჭდით ყველა დანარჩენის დამორჩილება იყო შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი