ახალი ამბები

ფოთი-ბათუმის პორტებში ტარიფებზე რეგულაციას ვერ ვაწესებთ, საჭიროა ანაკლიის პორტი — ღარიბაშვილი

27 დეკემბერი, 2022 • 1074
ფოთი-ბათუმის პორტებში ტარიფებზე რეგულაციას ვერ ვაწესებთ, საჭიროა ანაკლიის პორტი — ღარიბაშვილი

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას დღეს, 27 დეკემბერს განაცხადა, ანაკლიის პორტი მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება და სახელმწიფო უნდო იყოს ამ სტრატეგიული ობიექტის 51%-ის მფლობელი.

„ფოთისა და ბათუმის პორტები გასხვისებულია. სახელმწიფოს არ აქვს რაიმე სახის ბერკეტი, რომ ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დააწესოს. ამიტომ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან თანხმდებიან, რომ საჭიროა დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება.

ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ მნიშვნელოვანია, განვითარებული იყოს პორტები და რკინიგზა. ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას ჩავდებთ. ანაკლიის პორტის 49%-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს და შედეგი უახლოეს თვეებში გვექნება“, — თქვა ღარიბაშვილმა.

9 მიზეზი, რატომ არ უწერია პორტის ასაშენებლად მთავრობის გეგმას წარმატება —„ანაკლიის კონსორციუმი“

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი