ახალი ამბები

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა

27 დეკემბერი, 2022 • 698
უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაჯდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ TAV Georgia-ში დაუდასტურეს.

როგორც TAV-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, ნისლის გამო თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა „ფლაი დუბაის“ ორი რეისი. ერთი მათგანი ბაქოში გაფრინდა, მეორე კი თბილისის თავზე წრეზე ტრიალებს.

გარდა ამისა, ტაშკენტი-თბილისის რეისს სოჭში მოუხდა გაფრენა, სტამბოლი-თბილისისა და ბაქო-თბილისის რეისები კი უამინდობის გამო თბილისის მიმართულებით არ გამოფრინდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი