შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება.
გამოძიების თანახმად, 19 დეკემბერს თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ცოლ-ქმარი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა. შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




