ახალი ამბები

“მიშა, შენ გიყენებენ” – წულუკიანი სააკაშვილს

24 დეკემბერი, 2022 •
“მიშა, შენ გიყენებენ” – წულუკიანი სააკაშვილს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ ის “იარაღად არის ქცეული” და “იყენებენ”. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 24 დეკემბერს გააკეთა.

“მიშა, შენ გიყენებენ, მორიგჯერ. მიშა არის ქცეული მათ იარაღად. არ მინდა კიდევ უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო.

ამიტომაც, ადამიანის სიცოცხლით თამაში, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თვითონ სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ ინსტრუმენტი და გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა”, – თქვა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვლილმა და 140-მდე ყოფილმა თანამდებობის პირმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გუშინ, 23 დეკემბერს გაავრცელეს.

ისინი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებების საფუძველზე ამბობენ, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი დასრულდება წამებით სიკვდილით, რასაც ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი