საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ისინი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებების საფუძველზე ამბობენ, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი დასრულდება წამებით სიკვდილით, რასაც ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.
„ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია ისევე, როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ნებისმიერი პატიმრის წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ფატალური შედეგი არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა.
„გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომელებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა. დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი — უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინააღმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენ მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის „პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს? მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამიტომ, განცხადების ავტორების აზრით, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, „არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა“.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწარფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი შეუერთდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები — ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
ნახეთ განცხადებაზე ხელმომწერები:
განცხადებაზე ხელმომწერები:
- გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, 2013-2018
- დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2008-2012
- ნემო ბურჭულაძე, 1990-1991 წლების პარლამენტის თავმჯდომარე დევნილობაში
- ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2004-2008
- დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2012-2016, (ჩანაწერით „ვუერთდები მოთხოვნას“)
- სერგი კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, 2016-2020
- მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, 2004-2012
- ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, 2012-2018
- ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012
- გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012
- ნინო ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე-2004-2008
- გედი ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, 2016-2018
- გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 2017-2020
- ავთანდილ დემეტრაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 1996-2001
- კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 2005-2015
- გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016
- ბესო ლოლაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, 2006-10010
- ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2006-2016
- ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2006-2016
- მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2009-2019
- ნონა წოწორია, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს (სტრასბურგი) მოსამართლე, 2008-2018
- გეგა მგალობლიშვილი, პრემიერ-მინისტრი, 2008-2009
- გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2005-2008
- გიორგი გაბაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2004-2007
- კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 1992-1993
- იულონ გაგოშიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2008-2009
- თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი, 2012
- მირზა (პაპუნა) დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2009-2012
- გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2009-2012
- ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2008
- გიორგი ზედგინიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2012
- პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014
- თემურ იაკობაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2008-2011
- დავით კეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი, 2006-2008
- ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2010
- ალექსანდრე (კახა) ლომაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2004-2007, (ჩანაწერით “მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია”)
- გია ნოდია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 2008
- ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014
- დავით სიხარულიძე, თავდაცვის მინისტრი, 2009
- კობა სუბელიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, 2008-2012
- ეკა ტყეშელაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2010-2012
- ანდრია ურუშაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2010-2012
- ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2010-2012
- ირაკლი ღვალაძე , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008
- დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2009-2012
- დავით ჩანტლაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2007
- ვალერი ჩეჩელაშვილი, ფინანსთა მინისტრი, 2005
- ზურაბ ჭიაბერაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2012
- გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008-2012
- თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2015-2016
- ირაკლი აბესაძე, პარლამენტის წევრი, 2016-2020
- ნაზი არონია, პარლამენტის წევრი, 2004-2008
- ბიმურზა აფრასიძე, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- ლადო გეგელაშვილი, პარლამენტის წევრი, 2004-2007
- ნინო გოგუაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი, 2008-2016
- ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- მედეა თუშმალიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- რევაზ კემულარია, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- მიხეილ მახარაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- ომარ მეგრელიძე, პარლამენტის დეპუტატი, 2012-2016
- ლევან მეტრეველი, პარლამენტის წევრი, 2004-2008
- ველოდი მირცხულავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2020
- მაია ნადირაძე, პარლამენტის წევრი, 2004-2008
- ნოდარ ნონიაშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- ხათუნა ოჩიაური, პარლამენტის წევრი, 2008-2012
- სერგო რატიანი, პარლამენტის წევრი, 2012-2020
- გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- დავით საყვარელიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2015
- მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- თენგიზ ჩაჩავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- გოგი ჩიქავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- ვახტანგ ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- ნუგზარ წიკლაური, პარლამენტის წევრი, 2008-2016
- ბეჟან ჯავახია, პარლამენტის წევრი, 1990-1991
- ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016
- კახაბერ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008
- კახაბერ სურგულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008
- გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2009-2016
- დიმიტრი ქიტოშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2005-2006
- გურამ ჩალაგაშვილი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2007-2013
- უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი, 2012-2017
- გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი, 2009-2012
- დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი, 2013-2018
- გიგი კალანდაძე, გენერალური შტაბის უფროსი, 2012
- მალხაზ (კახა) აკიშბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2006-2009
- ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2004-2012
- გიგი უგულავა, თბილისის მერი, 2005-2014
- სევდია ურეხელიძე, თბილისის მერის მოადგილე, 2013-2014
- პაატა გაფრინდაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2005
- გია გეწაძე, საქართველოს (2003-2004) და უკრაინის (2015-2018) იუსტიციის მინისტრის მოადგილე
- გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014-2016
- ირაკლი გიორგობიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2012
- ეკა გურეშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2005
- მიხეილ დოლიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2010-2012
- ჯაბა ებანოიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2009-2010
- დავით იოსელიანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, 2008-2012
- თამარ კოვზირიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2004-2008
- გოჩა მამაცაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012
- ვამიკო მოსიძე , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2007
- გიორგი მუჩაიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2009
- ანა ჟვანია, განათლების მინისტრის მოადგილე, 2008-2009
- აკაკი სეფერთელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012
- გუგა სულხანიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, 2004-2006
- ნოდარ სურგულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2008-2012
- შოთა უტიაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, 2012
- ირაკლი ფორჩხიძე, რეინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2010-2012
- ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2008
- გიორგი ყიფიანი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012
- გიორგი ჩახნაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2009-2012
- დავით ცხადაძე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008-2012
- გიორგი ცხაკაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2011-2012
- დიმიტრი ძაგნიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2005-2012
- ბელა წიფურია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2004-2008
- ზვიად ჭეიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2008
- მარინე ჭოღოშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2008-2012
- ელენე ხოშტარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2007-2012
- დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2012-2013
- ლევან ჯუღელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2003-2007
- გია აბულაძე, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2010-2012
- ლევან ანთაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2011
- თემურ გაბაიძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2011-2012
- დონარა სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2011-2012
- ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, 2004-2006
- ედნარ აბულაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006-2010
- ტარიელ აბულაძე, ხულოს გამგებელი, 2005-2007
- ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, 2012-2014
- რევაზ მიქელაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, 2007-2011
- ოთარ ცეცხლაძე, ხულოს გამგებელი, 2004
- მიხეილ ავალიანი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2007
- ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ” საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილე, 2010-2014
- ქეთევან იგნატოვი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2009-2012
- ქართლოს ყიფიანი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, 2004-2006
- გიორგი შონვაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე 2006-2013
- რატი ჯაფარიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, 2013-2014
- გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი, 2004-2012
- დავით ჩომახიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, 2010-2016
- გია მამულაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2010-2013
- აკაკი ხუსკივაძე, სსიპ ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი, 2010-2013