ახალი ამბები

გახარია ივანიშვილს: პასუხისმგებლობები და სასჯელი პერსონალიზებული იქნება

23 დეკემბერი, 2022 • 891
გახარია ივანიშვილს: პასუხისმგებლობები და სასჯელი პერსონალიზებული იქნება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “პასუხისმგებლობაც და სასჯელიც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში პერსონალიზებული იქნება”.

ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი საუბრობს პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. გახარია აცხადებს, რომ თუ ივანიშვილს ჰგონია, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ პერსონალიზებულ პასუხისმგებლობას აირიდებს — ძალიან ცდება:

„პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. სასჯელიც პერსონალიზებული იქნება და, მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, როცა მოვიდა და თქვა, მე წავედი პოლიტიკიდან და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და იმ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება“, – ამბობს გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი