პირი, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა გუშინ, 22 დეკემბერს მოხდა, როცა გიული ალასანია ჟურნალისტებს კლინიკა “ვივამედთან” ინტერვიუს აძლევდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.